ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისის ვიცე-მერს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს”-ქუთაისის მერია

4 იანვარი, 2019 • ნიუპრესი • 1

“ქუთაისის ვიცე-მერს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს”-ქუთაისის მერია

ქუთაისის ვიცე მერ გიორგი იობაშვილს და მის მეუღლეს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს – განაცხადეს ქუთაისის მერიაში ნიუპრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის პასუხად.

“მერის ქუთაისის ვიცე მერ გიორგი იობაშვილს და მის მეუღლეს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს. ბინები გასულ წლებში მშობლების სახელზე იყო რეგისტრირებული, მოგვიანებით კი ვიცე მერისა და მისი მეუღლის სახელზე გაფორმდა, მათ შორის თბილისში არსებული 2 ბინაც, რომელიც მათ სახელზეა რეგისტრირებული. აღნიშნული ბინები იობაშვილის ოჯახს მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს არ შეუსყიდია. ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი დეტალურად ნახვა”,-განაცხადეს მერიაში.

შეგახსენებთ, როგორც ქუთაისის ვიცე მერის გიორგის იობაშვილის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ოჯახი 5 ბინის მფლობელია, აქედან 4 ბინა მათ აჩუქეს.

თეგები: ობიექტივი