ქუთაისის ვიცე-მერის ოჯახს 4 ბინა აჩუქეს
ქუთაისის ვიცე მერის გიორგი იობაშვილის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოჯახი 5 ბინის მფლობელია, აქედან 4 ბინა მათ აჩუქეს.
გიორგი იობაშვილი ქუთაისის ვიცე მერი 2017 წელს გახდა, იმ დრომდე ის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე იმყოფებოდა. მერიაში კი "ქართული ოცნებიდან" მოვიდა, სადაც ის ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტს იკავებდა.
2017 წელი მისი ოჯახისათვის სხვა მხრივაც ხელსაყრელი აღმოჩნდა, სწორედ ამ წელს მიიღო ოჯახმა საჩუქრად 2 ბინა თბილისში, ყიფშიძის ქუჩასა და დიღმის მასივში. მისი მეუღლის მაია ბეშკენაძის სახელზეა დიღმის მასივში არსებული ბინა, ხოლო ყიფშიძის ქუჩაზე არსებული ბინა გიორგი იობაშვილის სახელზეა გაფორმებული.
ორი ბინა ქუთაისში კი ოჯახს 2011 წელს აჩუქეს. ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N39-ში მდებარე ორი ბინა მაია ბეშქენაძის სახელზეა.
გარდა ამ ქონებისა, ოჯახი საცხოვრებელს სახლს და მიწის ნაკვეთს ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე ფლობს. სახლი 2013 წელს შეიძინეს, რის სანაცვლოდაც 60 000 ათასი ლარი გადაიხადეს. უძრავი ქონება მაია ბეშკენაძის სახელზეა გაფორმებული.
ოჯახი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - "მერსედეს-ბენც" C კლასი 2016 წლის ნასყიდობით, რისთვისაც 4500 ევრო გადაიხადეს.
მაია ბეშკენაძე გლობალ ფარმის ფარმაცევტული კომპანია Dr.Sertus სამედიცინო წარმომადგენელია, დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი 18 678 ლარს შეადგენს. გიორგი იობაშვილის ანაზღაურება ვიცე მერის პოსტზე 3 500 ლარს შეადგენს, თუმცა 2018 წლის ნოემბერში შევსებულ დეკლარაციში 2 320 ლარია მითითებული.
მათ სახელფასო ანგარიშები აქვთ "ვი–თი–ბი ბანკსა"და "საქართველოს ბანკში", რაც შეხება საკრედიტო ვალდებულებებს, დეკლარაციის მიხედვით, არ აქვთ. ოჯახი არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას.
"ქუთაისის ვიცე-მერს 4-ივე ბინა მშობლებმა აჩუქეს"-ქუთაისის მერია
ავტორი: ნიუპრესი