|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2012 წლიდან დღემდე ქვეყანა 800 ათასმა ადამიანმა დატოვა - თემურ ცამციშვილი

ქვეყანაში გაზრდილმა მიგრაციამ განსაკუთრებით ქუთაისს შეუქმნა პრობლემები და 2012 წლიდან დღემდე ქუთაისი 800000 ადამიანმა დატოვა -აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი თემურ ცამციშვილი.

მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ თვეში ქალაქს ასეულობით მოქალაქე ტოვებს. 2023 წელს ქუთაისში 351 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საპარლამენტო სტატუსის დაკარგვით ქუთაისმა მოსახლეობის რაოდენობით მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, "ქართულმა ოცნებამ" ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრის სტატუსის წართმევით ქუთაისს განვითარების პერსპექტივა დაუკარგა.

ავტორი: