|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2022 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება

იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება.  2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  საპენსიო უზრუნველყოფისთვის დაიხარჯება 2.885 მილიარდი ლარი (გაზრდილია 285.0 მლნ ლარით).

 გეგმის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის გასაცემელი თანხა 20 ლარით, 260 ლარამდე გაიზრდება.

ამავე კანონის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია 25 ლარით იზრდება და 2022 წლის იანვრიდან 300 ლარით განისაზღვრება.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის გახდება 312 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი.

 შშმ პირებისათვის გასაცემი პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა