2022 წლის საქართველოში ენერგოეფექტური შენობები აშენდება
2022 წლისთვის საქართველოში სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელება დაიწყება, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო შენობებს შეეხება.
მშენებლობის ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, დაუახლოვდეს ევროპულ დირექტივებს. ეს დირექტივები აყალიბებს გარკვეულ სტანდარტებს შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებით მოსაწყობად.
საკითხის განხილვის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ევროკავშირის დელეგაცია ესტუმრა.
შეხვედრას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან ერთად ევროკომისიის, ასევე საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც არსებულ დირექტივებთან დაახლოების პროცესს ეხება.
ევროკომისიის მდივანმა კატერინა მარტინოვამ განაცხადა, აღნიშნულ პროექტში საქართველოს შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები გაუწევენ დახმარებას, რაც თავისთავად გაზრდის ინვესტირებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.
ეკონომიკისა მინისტრის მოადგილის ირმა ქავთარაძის თქმით, “ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის მოცულობა შემცირდეს, შესაბამისად, შემცირდეს გადასახდელი თანხის რაოდენობაც.”
ავტორი: ადმინი