2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წერილის საფუძველზე, 2025 წლის ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა.
საგამოცდო პროგრამა დამტკიცებულია 12 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა; მათემატიკა; უცხოური ენები; ისტორია; ბიოლოგია; გეოგრაფია; ფიზიკა; ქიმია; ზოგადი უნარები; ლიტერატურა; სამოქალაქო განათლება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.
ქართული ენა და ლიტერატურაში 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღებულია შემდეგი ნაწარმოებები:
ალექსანდრე ჭავჭავაძის — გოგჩა;
გრიგოლ ორბელიანის — საღამო გამოსალმებისა და პასუხი შვილთა;
ნიკოლოზ ბარათაშვილის — არ უკიჟინო სატრფოო, ცისა ფერს, ხმა იდუმალი, სულო ბოროტო, ვპოვე ტაძარი;
ილია ჭავჭავაძის — ბედნიერი ერი, ჩემო კალამო, პასუხის პასუხი, პოემები: განდეგილი, აჩრდილი;
აკაკი წერეთლის — აღმართ-აღმართ, სულიკო, ქებათა ქება;
ვაჟა-ფშაველას — რამ შემქმნა ადამიანად, იას უთხარით ტურფასო; პოემა ბახტრიონი, პუბლიცისტური წერილი კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი;
პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე თუთაბერი;
პაოლო იაშვილის პოეზია;
გიორგი ლეონიძის ნინოწმინდის ღამე.
ისტორიის პროგრამიდან ამოღებულია: 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა