ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა – დაშავებულია სამი ადამიანი

3 მაისი, 2019 • ნიუპრესი • 1

სამტრედიაში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა – დაშავებულია  სამი ადამიანი

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„ოპელის” მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა და მასში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, მცირე ხნით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა.

ავტოსაგზაო შემთხვევათან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

თეგები: დაშავებული