|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

22 ნოემბრის ჩათვლით ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით გადაიკეტება ი. ჭავჭავაძის გამზირი, რ.თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ხორავას ქუჩის კვეთამდე.
იმავე ვადებში დაიკეტება მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორია, თაბუკაშვილისა და გუგუნავას ქუჩებიდან, ჭავჭავაძის გამზირთან დამაკავშირებელი მონაკვეთებით.
ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი სვლაგეზით:
N 1 მარცხენა - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან, სიმონ გუგუნავას, თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გავლით, ლ. ასათიანის ქუჩისკენ.
N 1 მარჯვენა - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩით, იოსებ ოცხელის, რ. თაბუკაშვილის, სიმონ გუგუნავას , ზვიად გამსახურდიას ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.
N 10 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს სიმონ გუგუნავას, ზვიად გამსახურდიას ქუჩების, ჭავჭავაძის გამზირის (სადგურის მიმდებარედ) გავლით და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.
N 20 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩიდან, სიმონ გუგუნავას ქუჩა, ზ. გამსახურდიას გამზ, ჭავჭავაძის გამზირი (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე, დადგენილი სვლაგეზით.
N 25- ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას გამზირიდან, სიმონ გუგუნავას, რ. თაბუკაშვილის, იოსებ ოცხელის , კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გავლით, დადგენილი სვლაგეზით.
N 31 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს კონსტანტინე გამსახურდიას, იოსებ ოცხელის, რ. თაბუკაშვილის, სიმონ გუგუნავას, ზვიად გამსახურდიას ქუჩების გავლით, ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირით უკან, დადგენილი სვლაგეზით.
N 41 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს კონსტანტინე გამსახურდიას , იოსებ ოცხელის , რ. თაბუკაშვილის , სიმონ გუგუნავას , ზვიად გამსახურდიას ქუჩების გავლით , ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და მოძრაობას განაგრძობს ზვიად გამსახურდიას გამზირზე.
N118 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზ. გამსახურდიას გამზირით, ჭავჭავაძის გამზირზე (სადგურის მიმდებარედ) და უკან, დადგენილი სვლაგეზით.
N 126 - ნაცვლად ჭავჭავაძის გამზირის მითითებული მონაკვეთისა, იმოძრავებს ზვიად გამსახურდიას, სიმონ გუგუნავას, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების გავლით ლ. ასათიანის ქუჩისკენ, დადგენილი სვლაგეზით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა