ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს იწურება
აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა 6 მაისს, 18:00 საათზე იწურება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, მოცემულ ვადაში სავალდებულოა აბიტურიენტებისთვის ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის სარეგისტრაციო საფასურის დაფარვა.
„აღნიშნული ვადის დაცვა აუცილებელი წინაპირობაა, რათა კანდიდატებმა შეძლონ რეგისტრაციის პროცესის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობის მიღება. რეგისტრაციის პროცესი 6 აპრილიდან მიმდინარეობს და საბოლოოდ 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულ პერიოდამდე კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაასრულონ რეგისტრაცია, დააზუსტონ საკუთარი არჩევანი, მათ შორის აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს, არ გადადონ პროცესი ბოლო დღემდე და დროულად დაასრულონ რეგისტრაცია. დადგენილი ვადების ამოწურვის შემდეგ განცხადებების მიღება აღარ გაგრძელდება“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:


15:23
16:17
12:09
11:59
















