|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართება

 22 თებერვალს ქუთაისში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორდღიანი ტრენინგები დაიწყება.

ტრენინგი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პუშკინის ქუჩა 6-ში გაიმართება. 

22-23 თებერვალს ტრენინგზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაიუმჯობესებენ ცოდნას შემდეგი მიმართულებებით:

1) ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკა;

2) პოლიტიკის მონიტორინგის სტრატეგიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის;

3) ადვოკატირება და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართვა, კამპანიების წარმოება და ინფორმაციის გავრცელების საშუალებები;

4) კომუნიკაციის მექანიზმები.

 

ორდღიან ტრენინგს იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება.  

ტრენინგები უკვე ჩატარდა ქ. რუსთავში. მომდევნო ტრენინგები დაგეგმილია შემდეგ ქალაქებში: ზუგდიდი, თელავი და გორი. 

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება მცირე და საშუალო ბიზნესის მინიმუმ 2,000 წარმომადგენელს.

საქართველოს მთავრობისთვის მომზადდება საჭიროებების კვლევები და სარეკომენდაციო დოკუმენტები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა