იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულს, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ვაქციანაციასთან ერთად საინფორმაციო კამპანიით შეურთდა. მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის, მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახის“ , კულტურის ცენტრისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ორგანიზებით, ქ.გარდაბანში მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი ფლაერები დარიგდა . ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ მოსახელობის ცნობადობის ამღლება პანდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, მერიისა და წითელი ჯვრის ერთობლივი ჩართულობით ქ.გარდაბნის შემდეგ, საინფორმაციო კამპანია ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს. #ვაქცინაგვაახლოვებს