Website is under construction
სიახლეები

შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! – სალომე ზურაბიშვილი

27 აპრილი, 2021 • ნიუპრესი • 1
შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! – სალომე ზურაბიშვილი

ჩემი მხრივ, შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

მან გიორგი რურუას შეწყალების აქტს ზხელი მოაწერა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი

სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში!

ყველას გისურვებთ წარმატებას!“, -წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, დღეს შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, ეს წარმოადგენდა პრეზიდენტის მიერ დათქმულ ერთ-ერთ პირობას, რის შემდეგაც ის გიორგი რურუას შეწყალების აქტს გამოცემდა.

გიორგი რურუა 2019 წლის 19 ნოემბერს დააკავეს, მას სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.

თეგები:


ასევე წაიკითხეთ: