ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აბიტურიენტებისათვის 19 მაისს ისტორიაში ონლაინ ღია კარის დღე მოეწყობა

14 მაისი, 2021 • ნიუპრესი • 10

აბიტურიენტებისათვის 19 მაისს ისტორიაში ონლაინ ღია კარის დღე მოეწყობა

დისტანციური “ღია კარის დღეები” ნოემბრიდან ტარდება

აბიტურიენტების კითხვებს ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს , – ამის შესახებ იინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცრელებს,

ცენტრის ცნობით, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.ge – განთავსებული ბმულის დახმარებით დაესწრონ შეხვედრას 19 მაისს, 15:00 საათზე, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ისტორიის ჯგუფის ხელმძღვანელის მანანა ჯავახიშვილისაგან.

ცნობისთვის, ცენტრმა მთელი საქართველოს მასშტაბით ღია კარის დღეების ჩატარება დისტანციურად ნოემბრიდან დაიწყო. ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ აბიტურიენტებს 2021 წლის გამოცდების შესახებ.

ამჯერად საინფორმაციო შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება და თითოეული შეხვედრა კონკრეტულ საგანს ეთმობა.

ონლაინ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან უკვე გამართეს ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენის ჯგუფების ხელმძღვანელებმა.

შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამით ჩატარდა. მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

თეგები: საზოგადოება