ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შოკისმომგვრელია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს

2 ივნისი, 2021 • ნიუპრესი • 10

შოკისმომგვრელია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს

„მწვანეების“ წევრი ჰაიდი ჰაუტალა თავის პოზიციას Twitter-ზე აფიქსირებს.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, „მწვანეების“ წევრი ჰაიდი ჰაუტალა, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს, ამბობს, რომ ნამახვანჰესის კონტრაქტთან დაკავშირებით გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა შოკისმომგვრელია.

“მივესალმები ქართველი ხალხის ახალი ტიპის მობილიზებას ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის წინააღმდეგ. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებით შოკისმომგვრელია”, — წერს დეპუტატი Twitter-ზე.

თეგები: პოლიტიკასაზოგადოება