ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ – პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა

3 ივნისი, 2021 • ნიუპრესი • 12

„შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ – პარლამენტში ახალი ფრაქცია შეიქმნა

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება.

პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფი“ შეიქმნა.

7 წევრისგან შემდგარ ფრაქციაში წარმოდგენილი არიან დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია, ზურა ჯაფარიძე და გრიგოლ ვაშაძე.

“ფრაქცია არის მრავალპარტიული, ეს მნიშვნელობანია უფრო ეფექტურად მუშაობისათვის, ფრაქციის სახელწოდება იმ შეთანხმებიდან მოდის, რომლის საფუძველზე შემოვედით ჩვენ პარლამენტში. მთვრი მიზანია, ვიყოთ ხალხის ხმა პარლამენტში”, – განაცხადა ფრაქციის შექმნის მთავარმა ინიციატორმა გიორგი ვაშაძემ.

ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე პაატა მანჯგალაძე იქნება, ფრაქციის აპარატს სერგო ჩიხლაძე წარუძღვება.

თეგები: პოლიტიკა