26 მაისიდან ტურისტული ლოკაციები იხსნება
26 მაისიდან ტურისტული ლოკაციები იხსნება. ფაქტს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ეხნიანება.
ზვიად შალამბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია ტურისტებს შევთავაზოთ ის ატრაქციები, რომლებიც მუშაობდა პანდემიამდე.
,,იმ ფონზე როდესაც ჩვენი ახალი აეროპორტის საშუალებით 5 ქვეყნის 9 ქალაქიდან ვიღებთ ტურისტებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შევთავაზოთ ის ატრაქციები, რომლებიც მუშაობდა პანდემიამდე. თავისთავად მათ შორის არის ის დაცული ტერიტორიები, რომლებიც საკმაოდ დიდი მონახულების სფერო იყო ჩვენი ტურისტებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრომეთე, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა ჩვენს ტურისტებს შორის. ახლა უკვე ყველა მზად არის იმისთვის, რომ 26 მაისს გაიხსნას და მიიღოს ტურისტები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები“ - ზვიად შალამბერიძე.
ავტორი: ნიუპრესი