|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისს ,,ბამბაზიის სამოთხის" საიუბილეო ჩვენება გაიმართება

26 მაისს, 19 საათზე, მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლის ,,ბამბაზიის სამოთხე“  მეათე თეატრალური სეზონის საიუბილეო ჩვენება  გაიმართება.

ეს იყო რეჟისორ გიორგი სიხარულიძის პირველი სპექტაკლი ქუთაისში და მან უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია: მოხსნა თეატრალური ანშლაგების ყველა რეგიონული რეკორდი!

,,ბამბაზიის სამოთხე“ ქართველი და აფხაზი, ორი შვილმკვდარი დედის სევდიანი ისტორიაა, ჩვენი ყველაზე დიდი ეროვნული ტკივილი.. სპექტაკლის მიზანიც სწორედ ეს იყო - კონფლიქტის მოგვარების  აპოლიტიკური ვერსია, როცა პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გაჯერებს: ,,მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება კი არა, ადამინებთან(აფხაზებთან) ურთიერთობის აღდგენაა მთავარი!“

სპექტაკლზე ,,ბამბაზიის სამოთხე“, საუკეთესო შემოქმედებითი ჯგუფი მუშაობდა: მარიკა სამანიშვილი, ენდი ძიძავა, დათო როინიშვილი, გიორგი ზანგური, იოანე ხუციშვილი, ლელა ლომთაძე, გელა ებანოიძე.

სპექტაკლის რეიტინგმა და პოპულარობამ განაპირობა ისიც, რომ ,,ბამბაზიის სამოთხე“ კინოვერსიად შედგა.

26 მაისს, ქუთაისის ბოლო ათწლეულის თეატრალური ლეგენდა ,,ბამბაზიის სამოთხე“ იგივე შემადგენლობით და იგივე ეროვნულ ტკივილზე, მესხიშვილის თეატრის სცენიდან კიდევ ერთხელ იტყვის. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა