ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ეგვიპტეში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქუთაისელი ძალოსანი ნანა ხორავა ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ნანა ხორავა (პირადი მწვრთნელი ილია თვალოძე) ასპარეზობაში 6 მაისს ჩაერთო, 77 კილოგრამ წონითი კატეგორიის ატაცში სამივე ცდა უშეცდომოდ გამოიყენა და 108 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აკვრაში ხორავამ 126 კილოგრამით მეოთხე ადგილი დაიკავა. - ინფორმაციას ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება ავრცელებს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა



18:03
17:18
17:12
17:03
















