|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26 მაისს ვიწყებთ მსვლელობას და ვაჩვენებთ ხელისუფლებას ძალას - ვარლამ გოლეთიანი

26 მაისს დედაქალაქის მოსახლეობას ველოდებით აქ, ვიწყებთ მსვლელობას და ვკეტავთ ძირითად ადგილებს და ვაჩვენებთ ხელისუფლებას ძალას, - ამის შესახებ „ნამახვანვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა პროტესტის სპიკერმა ვარლამ გოლეთიანმა დღეს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.

 მისი თქმით, კონკრეტულ ლოკაციებს, თუ რის პიკეტირებას მოახდებენ, ჯერჯერობით არ ასახელებენ.

„ხვალ გაცილებით მეტნი ვიქნებით, დავიძრებით ამ მოედნიდან და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, ლოკაციას სპეციალურად არ ვასახელებთ დღეს.  მოვაწყობთ პიკეტირებას და გაგრძელდება ეს პროცესი იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც გავაჟღერეთ ჩვენ არაერთგზის“, - განაცხადა მან. 

გოლეთიანის თქმით, ხელისუფლება მისივე იარაღოთ უნდა დაამარცხონ.

„ის იარაღი, რაც ჰგონია ხელისუფლებას, რომ არის მისი ძლიერი მხარე, რომ დაგვყოფს და დაგვანაწევრებს და  ჩვენ ვერ შევძლებთ ბრძოლას,  უნდა შემოვატრიალოთ და სწორედ ამ იარაღით განვგმიროთ ის. რაც გონიათ, რომ არის მათი ძლიერი მხარე, გავხადოთ მათი ძლიერ მხარედ“-განაცხადა გოლეთიანმა.

 შეგახსენებთ, რესპუბლიკის მოედანზე ნამახვაჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.  გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთ პროტესტმა რიონის ხეობიდან დედაქალაქში 23 მაისს გადმოინაცვლა.

 

ავტორი: ნიუპრესი