ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დროებითი შეზღუდვა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე

7 ივნისი, 2021 • ნიუპრესი • 9

დროებითი შეზღუდვა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე

განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი.

კერძოდ, ოთხშაბათობით, ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს.

შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე.

„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

[R]

თეგები: რეკლამა