ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს 11-წევრიანი კომისია შეარჩევს

1 ივლისი, 2021 • ნიუპრესი • 13

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს 11-წევრიანი კომისია შეარჩევს

საკონკურსო კომისიის შემადგენლობა პრეზიდენტმა დაამტკიცა.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს საკონკურსო კომისია შეარჩევს, 11 პირისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია არასამთავრობო სექტორისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორებიაგან დაკომპლექტდება

კომისიამ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს, – შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

გიორგი კლდიაშვილი – ა(ა)იპ – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სიმონიშვილი – ა(ა)იპ – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
თათია ქინქლაძე – ა(ა)იპ – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების პროექტის კოორდინატორი;
ლევან ნატროშვილი – ა(ა)იპ – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს პროგრამის მენეჯერი;
არნოლდ სტეფანიანი – ა(ა)იპ – კავშირი საერთო – სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს გამგეობის თავმჯდომარე;
ზვიად გაბისონია – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი;
მარინე ჩიტაშვილი – სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
სოფიო მიდელაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის მდივანი;
გიორგი იაშვილი – სსიპ – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის პროფესორი;
რევაზ კლდიაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი;
შალვა ქურდაძე – ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

თეგები: პოლიტიკა