ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პოლიტიკურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის რიგითი ნომრები მიენიჭათ

10 ივლისი, 2021 • ნიუპრესი - • 7

პოლიტიკურ პარტიებს  თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის რიგითი ნომრები მიენიჭათ

პარტიებისათვის რიგითი ნომრების მინიჭების პროცესი არ დასრულებულა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მპონაწილეობისათვის პარტიებს რიგითი ნომრები მიენიჭათ.

თავიანთი რიგითი ნომრები დაიტოვეს „ქართული ოცნებამ”, „ნაციონალური მოძრაობამ” და „გირჩმა” , ამ მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს ცესკო-ს.

„რიგითი ნომრის მინიჭებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ცვლილება შევიდა. პირველ რიგში, რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინასაპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს ყველაზე მეტი დაფინანსება. მათ შეუძლიათ მიმართონ ცეკო-ს განცხადებით არაუგვიანეს მიმდინარე წლის 17 ივლისისა რიგითი ნომრის არჩევასთან დაკავვშირებით.

რაც შეეხება ცესკო-ს, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, რომ გავუწიოთ დახმარება ყველა ჩართულ მხარეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური პარტიები მომაწილეობას მიიღებენ შემდეგი ნომრებით:

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” -41;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 5;

„ევროპული საქართველო”-2 ;

„პატრიოტთა ალიანსი”-8;

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი”-1;

„ლელო საქართველოსთვის”-9 ;

„გირჩი”-36; (იაგო ხვიჩია)

„ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები”-7;

„ევროპელი დემოკრატები”-6 ;

„ლეიბორისტული პარტია”- 10;

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”-4;

„რესპუბლიკური პარტია”-11;

„კანონი და სამართალი”-12;

„პროგრესი და თავისუფლება”-21.

თეგები: პოლიტიკა