ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს

10 ივლისი, 2021 • ნიუპრესი • 11

საქართველოს რკინიგზის ოპერატორებმა ეფექტური მომსახურების ტრენინგი გაიარეს

ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები – ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო.

საქართველოს რკინიგზის ფილიალ ,,მგზავრთა გადაყვანის“ თანამშრომლებმა ერთთვიანი ტრენინგი გაიარეს.

ქოლ ცენტრის ოპერატორები შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს სასწავლო დაწესებულების ტრენერებმა გადაამზადეს.

ეფექტური მომსახურება და კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები – ტრენინგი ამ საკითხებს დაეთმო. რკინიგზის თანამშრომლები მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს და კონფლიქტური სიტუაციების მართვის პრინციპებს გაეცნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, მათ სერტიფიკატები გადაეცათ.

თეგები: რეკლამა