ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ

21 ივლისი, 2021 • ნიუპრესი • 10

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის სტუდენტური ბარათებით გადახდისას სტუდენტები განახევრებული ტარიფით ისარგებლებენ

სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

ტუდენტები, რომლებიც ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს თიბისის სტუდენტური ბარათით გადაიხდიან, სპეციალური საშეღავათო ტარიფით ისარგებლებენ. მგზავრობა ამ შემთხვევაში განახევრებული ფასი – 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ეღირება.

სიახლე 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება.

მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები, სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე – www.tbcyouth.ge შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის.

თეგები: რეკლამა