ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩეს

3 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 8

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩეს

ის ცესკოში “ლელო საქართველოს” მიერ დანიშნული წევრი იყო.

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ გიორგი სიორიძე აირჩეს. ის ცესკოში “ლელო საქართველოს” მიერ დანიშნული წევრი იყო.

სიორიძეს ხმა კომისიის 15-მა წევრმა მისცა, ხოლო ორმა თავი შეიკავა. ამ თანამდებობაზე ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი პირველად აირჩიეს. დღეიდან ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს 2 მოადგილე ჰყავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით კომისიაში რვა წევრი პარლამენტის მიერ არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილი.

თეგები: პოლიტიკა