ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზის თანადგომა უკრაინის მოქალაქეებს

2 მარტი, 2022 • ნიუპრესი • 6

საქართველოს რკინიგზის თანადგომა უკრაინის მოქალაქეებს

უკრაინის მოქალაქეები მგზავრობას უფასოდ შეძლებენ.

საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

მგზავრობის საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში, ბილეთის მისაღებად უნდა გამოცხადდნენ საქართველოს რკინიგზის ნებისმიერ სალაროში და წარადგინონ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტი.

საქართველოს რკინიგზა მშვიდობასა და მშვიდობიან მგზავრობას უსურვებს მათ.

თეგები: რეკლამა