ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად რეგიონებში ფორუმების ჩატარებას იწყებს

1 აპრილი, 2022 • ნიუპრესი • 9

თიბისი ბიზნესის მხარდასაჭერად რეგიონებში ფორუმების ჩატარებას იწყებს

პირველი ასეთი ფორუმი, ხვალ, ქალაქ გორში გაიმართება.

2022 წელს თიბისი ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარებს ფორუმს, რომლის მიზანი ბიზნესის მხარდაჭერაა.

პირველი ასეთი ფორუმი, ხვალ, ქალაქ გორში გაიმართება, რომლის მასპიძელია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რეგიონული ფორუმის მიზანია, ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრა, მათთვის ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება.

ფორუმის სპიკერები არიან დარგის გამოცდილი ექსპერტები, რომლებიც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, პროექტების მხარდაჭერასა და დონორებთან ურთიერთობებზე.

გარდა ამისა, ფორუმის მიზანია, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარება. ფორუმში მონაწილეობას შიდა ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები მიიღებენ.

თეგები: რეკლამა