16 და 17 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
“ძვირფასო მგზავრებო!
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 16 და 17 აპრილს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია საქართელოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.