ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი- ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

20 აპრილი, 2022 • ნიუპრესი • 10

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა  და თბილისი- ფოთის  მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი- ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. “ძვირფასო მგზავრებო! აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს: მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში; ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, […]

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი- ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო!

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

თეგები: რეკლამა