ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან – 7 დღე უფასო იქნება

28 აპრილი, 2022 • ნიუპრესი • 9

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის  მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან –  7 დღე უფასო იქნება

სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.

საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს: თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება, საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს.

30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით – უფასოდ იმგზავრებს.

მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.

თეგები: რეკლამა