28 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქარი საჯარო მოხელეებისთვის - IDFI-ის კვლევა
დაახლოებით 400-მა თანამდებობის პირმა მიიღო ჯამში მიიღო 28 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქარი, - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებით, საეჭვო დეკლარაციები კორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს. კვლევის თანახმად, ძვირი საჩუქრები ძირითადად იდენტიფიცირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში.
IDFI-ის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობა არ არსებობს და მათ ხშირად გასჭირვებიათ დაედგინათ ზუსტი კავშირები საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის.
„დაახლოებით 400-მა თანამდებობის პირმა მიიღო ჯამში მიიღო 28 მლნ ლარამდე ღირებულების საჩუქარი. საყურადღებოა განსაკუთრებით დიდი ოდენობის საჩუქრები, რომლებსაც იღებენ მაღალი კორუფციული რისკის მქონე თანამდებობაზე მყოფი პირები, თუმცა ამ შემთხვევაში ძირითადად საჩუქრის მიღება ხდება ოჯახის წევრებისგან და ახლო ნათესავებისგან, რომლისგანაც კანონმდებლობა არ ზღუდავს. ყველაზე ძვირი საჩუქრები ძირითადად იდენტიფიცირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. კორუფციულმა ბიურომ უნდა მოახდინოს შესწავლა მსგავსი დეკლარაციების და მეორე საკითხი, ჩვენ გვაქვს იგივე კანონმდებლობაში, გარკვეული ხარვეზი იმ კუთხით, რომ არ იძლევა აღსრულების კუთხითაც გამართულ მექანიზმებს, რომელიც გარკვეულწილად ართულებს ამ პროცესს, იგივე ინფორმაციის გამჭვირვალობის კუთხით, ჩვენ ხშირად გვიჭირდა დადგენა ზუსტი კავშირების საჩუქრის გამცემსა და მიმღებს შორის", - აცხადებენ "ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტში"
ავტორი: ნიუპრესი