|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მოხდა კლინიკა „უნიქალ მედიში“ - დაზარალებული ექიმის ადვოკატის განცხადება

ქუთაისში, კლინიკა უნიქალ მედიში, მომხდარი თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტის ფიგურანტის, ინდირა კოპალეიშვილის ადვოკატი იოსებ კენჭაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, ფაქტის რეზონანსულობიდან გამომდინარე, გადაწყვიტა საზოგადოების ყველა კითხვისთვის პასუხი გაეცა. 
 
„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებული ქალბატონი არის ინდირა კოპალეიშვილი, ამ კლინიკის კლინიკური მენეჯერი, სამეიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, კლინიკის მთავარი ექიმი.
ინდირა კოპალეიშვილი ფართო საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეში ცნობილი ექიმია, რომელიც ხასიათდება უმწიკლო პროფესიული და პირადი წარსულით. სხვადასხვა პერიოდში ყოფილა სხვადასხვა კლინიკის წამყვანი სპეციალისტი. მისი პროფესიული რეპუტაცია პიროვნული ღირსება და საქმიანობის თავისუფლება გახდა კლინიკის დირექტორის მხრიდან ხელყოფის საგანი, იმის ფონზე როცა თავად კლინიკის წარმატებაზე საუბრობს.
ყველა პროფესიული წარმატება კლინიკაში არის უპირველესად მთავარი ექიმ, კლინიკური მენეჯერ, ინდირა კოპალეიშვილის წარმატება და არა ადმინისტრაციული დირექტორის, არაპრაქტიკოსი ექიმის, რომლის მიზანიც არის საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება, (თორე კლინიკაში ხელფასები გაუცემელია) და მისი მოსვლის დღიდან ჯერ არავითარი ფინანსური წარმატება არ აქვს კლინიკას.
სამწუხაროდ დირექტორი კახა ნურალიძე გამოირჩევა ხისტი დიქტატით, მისი მმართველობის დროს ანუ ამ ბოლო წლის განმავლობაში კლინიკა დაიყო „მის გუნდად“ და დანარჩენ თანამშრომლებად, რაც საბოლოო ჯამში აზიანების კლინიკის რეპუტაციას და თანაშრომლების პროდუქტიულობას, ამის ნათელი მაგალითი გუშინ მომხდარი ინციდენტი არის ცალსახად.
დირექტორი მოითხოდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფიდან არამართლზომიერი მითითებების შესრულებას, არარელევანტური და შესაძლო მართლსაწინააღმდეგო დავალებების შესრულებას, რასაც დაზარალებული ექიმი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
გამუდმებულმა ფსიოლოგიურმა ზეწოლამ, პროფესიული და პირადი ცხოვრების ხელყოფის დამუქრებით, დირექტორის მხრიდან, მთავარი ექიმი ინდირა კოპალეიშვილი ჩავარდნილია სულიერად მძიმე მდგომარეობაში, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა ის რაც ორშაბათ დილით მოხდა.
სსკ 115 მუხლით გათვალისწინებული თვითმკვლელობამე მიყვანით დაიწყო გამოძიება უკვე გუშინ.
მაგრამ ჩვენი სათქმელი ეხება ორშბათ დილის ფაქტამდე არსებულ გამოუვალ მდგომარეობას ინდირა კოპალეიშვილის და რამდენადაც დაზარალებული განმარტავს კიდევ ბევრი თანამშრომლის ყოფას.
ჩვენ უკვე მივმართედ პროკურატურას სხვა შესაძლო დანაშაულების არსებობასა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე დირექტორის მიმართ, რაც შეიძლება მოიცავდეს
სსკ 168 მუხლით გათვალისინებულ შრომის თავისუფლების ხელყოფას.
სსკ 144 მე 3 პრიმა მუხლით გათვალისინებული (არაადამიანულ და დამამცირებელ მოპყრობას)
იმედი გვაქვს, საგამოძიებო მოქმედებებების გაფართოვების და ამ მიმარულებით სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების წარმოების.
ამასთანავე მადლობა მინდა გადავუხადო საპოლიცო და საგამოძიებო ორგანოებს დროული რეაგირებისთვის. ჩვენი მხრიდან უწყვეტად მოგაწოდებთ ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებს, რომლის ნაწილიც უკვე წარმდგენილია გამოძიებისთვის.
მინდა ასევე პასუხი გავცე იმ პიარ კამპანიას, რომელიც იწარმოება სოციალურ ქსელში დირექტორის მითითებით და მოთხოვნით,
გთხოვთ თავი შეიკავოთ სიძულვილის ენის ტირაჟირებით, ასევე მხარდამჭერებს მოგიწოდებთ, რომ გაიაზროთ რასთან არის საქმე და არ აღმოჩნდეთ უხერხული ფაქტების წინაშე, რასაც ამ საქმის გამოძიება წარმოაჩენს.
ყველასთვის შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა გუშინ, არავის არ უხარია ეს ფაქტი და შეიძლება ითქვას შრომითი ურთიერთობა, გადავიდა სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების და გამოძიების ეტაპზე.
ამასთნავე მინდა ვუპასუხო დირექტორის ბრალდებას, რომ ეს არის ბინძური პროვოკაცია, და „ფრაზას „ჩვენ ველოდით პროვოკაციას“, და რომ ეს არის რაღაც სხვა კონფლიქტის ნაწილი.
მკაფიოდ ვამბობ გუშინდელი ინციდენტი არის ტრაგიკული მოვლენა რომელზეც გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ 115 მუხლით.
არავინ ცდილობს ჩვენი მხრიდან ფაქტების გაბუქებას, პირიქით ამ ინციდენტის გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა სექსუალური შევიწროვება, როგორც ეს დაიწერა რომელიღაც სააგენტოს მიერ, ეს ფაქტი შესაძლოა გამოეწვია იმ ფაქტობრივ გარემოებებს რომელზეც მიმართვა დღეს უკვე გავაკეთეთ პროკურატურაში და რომელზეც ზემოთ ვისაუბრე და ეს გამოძების კვლევის საგანი უნდა გახდეს.
ასევე მინდა პასუხი გავცე დირექტორის მიერ ნათქვამ ფრაზას,  მისი ფეხით წავიდა კლინიკიდან,
- მოგახსენებთ რომ კლინიკური მენეჯერი და მთავარი ექიმი ინდირა კოპალეიშვილი, თავად კლინიკაში ამბულატორიული დახმარების შემდეგ 5 საათიანი ექიმების ზედამხედველობის და ზრუნვის შემდეგ, როცა მისი წნევა დაეცა 160 მდე, ( რადგან მანამდე ფიქსირდებოდა 200 მდე არტერიული წნევა) მხოლოდ უამრავი დამამშიდებლის და შესაბამისი სამედიცინო დამხარების შემდეგ პოლიციის ეკიპაჟით დახმარებით გადაყვანილი იქნა გამოკითხვაზე.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟი და მომხდარი ფაქტი მის ემოციურ მდგომარეობას შესაძლოა კვლავ აბრუნებდეს სტრესულ ვითარებაში, რის გამოც მოგიწოდებთ თავის შეკავებას მის მიმართ უსაფუძვლო და პროფესიულ თუ პიროვნული ღირსების დაკნინებისა და შეურაცხყოფისთვის.
ამ საკითხზე ყველა ქმედებას ექნება მკაცრი სამართლებივი რეაგირება რადგან პატიოსანი და პროფესიული ექიმის, ინდირა კოპალეიშვილის, რეპუტაცია არის მისი უმწიკლო მრავალწლიანი თავდადებული მუშობის მონაგარი და არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს მას.
სათქმელი ძალიან ბევრია, უამრავი ფაქტი და მტკიცებულებაა, რომელიც შესწავლის საგანია. შეიძლება ყველა არაადეკვატურ და უსაფუძვლო ფრაზას ან ბრალდებას ზუსტად გაჟღერებისთანავე ვერ გავცეთ პასუხი, მაგრამ აუცილებლად პერიოდულად გვექნება საზოგადოების ინფორმირების საშუალება. სადაც შეძლებისდაგვაად წარმოავაჩენთ ყველა ფაქტობრივ გარემოებას, რაზეც ვსაუბობთ და რაზეც ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს", - წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.
 ცნობისთვის, გუშინ, 9 თებერვალს  ექიმმა ინდირა კოპალეიშვილმა თვითმკვლელობა სცადა. 

ავტორი: