28 ნოემბრის ჩათვლით ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის -„კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება [R]
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.
სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 591 191 041
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 16 ხმა