May 4, 2022

6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს , – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

“ძვირფასო მგზავრებო!

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 6 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/

სწრაფი გადახდის აპარატებით,

საქართველოს რკინიგზის სალაროებში,

საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით”, – ნათვამია კომპანიის განცხადებაში.