ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს

8 აგვისტო, 2022 • ნიუპრესი • 6

საქართველოს რკინიგზას ბოლო 7 წლის განმავლობაში სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს

გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით: ჩინეთი, შუა დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

საქართველოს რკინიგზამ სატვირთო გადაზიდვების 2022 წლის პირველი 6 თვის შედეგები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში კომპანიამ ჯამურად 6.8 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

რაც შეეხება შემოსავლებს, გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 191 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებში ზრდის ტრენდს 2018 წლიდან ინარჩუნებს. გადაზიდვების მაჩვენებლები გაზრდილია ყველა მიმართულებით. ესენია: ჩინეთი (6, 129 TEU), ყაზახეთი (7, 708 TEU), შუა დერეფანი (13, 837 TEU) და ბაქო-თბილისი-ყარსი (11,112 TEU).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაზიდვები მომატებულია შემდეგი სახეობის ტვირთებზე: მაზუთი (ყაზახეთიდან), ნედლი ნავთობი (ყაზახეთიდან), მეთანოლი (აზერბაიჯანიდან), კარბამიდი (თურქმენეთიდან, უზბეკეთიდან, აზერბაიჯანიდან), შაქრის ნედლეული (შუა აზიიდან).

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, დავით ფერაძის განცხადებით, კომპანიის მთავარი გამოწვევა ისევ უცვლელია: ,,ახალი ტვირთების მოზიდვა დერეფანში და მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში.“

თეგები: რეკლამა