ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

20 მარტი, 2023 • Newpress • 12

თიბისის ციფრული ბანკით თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო გამარტივდა

ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი დაემატა.

„თიბისი“ აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებას და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნვას და ამჯერად სიახლე ციფრულ ბანკშია, რომელსაც ახალი ფუნქციონალი – IBAN-ის QR კოდით გაზიარება დაემატა.

იმისთვის რომ გააზიარო შენი ანგარიშის ნომერი QR-ის საშუალებით: შედი ციფრულ ბანკში და მთავარ გვერდზე მონიშნე „ჩემი ანგარიში“, შემდეგ ანგარიშის ნომრის გაზიარება, გაუზიარე QR კოდი მეგობარს თანხის გადმოსარიცხად, დასკანერების შემდეგ მეგობარი ირჩევს სასურველ ვალუტას და უთითებს თანხას, ადასტურებს გადარიცხვას, თანხა რამდენიმე წამში ჩაგერიცხება.

ფუნქციონალით უფრო მარტივად სარგებლობისთვის, მომხმარებლებს QR-ის დამატება ტელეფონებზე, დამხმარე ღილაკად, ე.წ. widget-ადაც შეუძლიათ.

„თიბისი“ განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას 1 მილიონამდე მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებისთვის. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, განაახლე აპლიკაცია.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიე ბმულს: https://link.tbc.ge/qr-share

თეგები: რეკლამა