|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 ივლისს ეროვნული გამოცდები იწყება

საქართველოში ხვალიდან ეროვნული გამოცდები იწყება.

აბიტურიენტებს პირველი გამოცდა, ხვალ  ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაუტარდებათ. როგოც შარშან, წელსაც გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონულ ფორმატში გაიმართება.

ეროვნულ გამოცდებზე წელს 40 ათასამდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ქუთაისში სულ სამი ცენტრი იმუშავებს, აბიტურიენტები გამოცდებს ქუთაისის # 1, 17 და 41 სკოლებში ჩააბარებენ.

გამოცდები 27 ივლისს  დასრულდება.

 

3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
6-7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
10-11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
10-ივლისი (პირველი სესია) 11-ივლისი (მეორე სესია) - რუსული ენა;
10 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
11 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 
12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია; 
13 ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა; 
14 ივლისი (მეორე სესია) - ლიტერატურა; 
17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია; 
18 ივლისი (მეორე სესია) - ბილოგია; 
19 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია; 
25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება; 
26 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა; 
26 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
27 ივლისი (პირველი სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი.

 

2017 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგი:

 

20 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი: A);
21 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: A);
24 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - B);
25 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი: B);
26 ივლისი (მეორე სესია) - წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა (ტესტის ტიპი - C);
27 ივლისი (მეორე სესია) - ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა (ტესტის ტიპი - C).

 

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურება - განრიგი:

 

13 ივლისი:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI);
ბუნებისმეტყველება (I-VI).

 

14 ივლისი:
მათემატიკა (I-VI);
ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
სამოქალაქო განათლება;
ფიზიკა.

 

18 ივლისი:
პროფესიული უნარები.

 

19 ივლისი:
პროფესიული უნარები.

 

20 ივლისი:
მათემატიკა (VII-XII);
ისტორია;
ბიოლოგია;
გეოგრაფია.

 

21 ივლისი:
ინგლისური ენა - წერითი ნაწილი;
რუსული ენა - წერითი ნაწილი;
გერმანული ენა - წერითი ნაწილი;
ფრანგული ენა - წერითი ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - წერითი ნაწილი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - წერითი ნაწილი.

 

22 ივლისი:
ინგლისური ენა - პრაქტიკული ნაწილი;
რუსული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
გერმანული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ფრანგული ენა - პრაქტიკული ნაწილი;
ქართული, როგორც მეორე ენა - პრაქტიკული ნაწილი.

 

23 ივლისი:
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.

 

24 ივლისი:
ქიმია; 
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სპორტი;
მუსიკა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა