3 სოფელი იტბორება, კომპესაციებში გადახდილია 35 მილიონი ლარი - ენკას დირექტორი
ნამახვანჰესის პროექტის ფარგლებში 3 სოფელი იტბორება, დღეის მდგომარეობით, კომპესაციებში გადახდილია 35 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ნამახვანი ჰესის მშენებელი კომპანიის ENKA დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპანიამ აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, მაკა სულაძესთან შეთანხმება ვერ შეძლო.
„პროექტის შესაბამისად, იტბორება 3 სოფელი, დღეის მდგომარეობით გადახდილია 35 მილიონი ლარი კომპენსაციების სახით, დაკმაყოფილებულია პრაქტიკულად ყველა მოსახლე, რომელიც დატბორვის და ზემოქმედების არეალში იმყოფებოდა, გარდა ერთი ქალბატონისა. დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც მოხდება შესაბამისი კომუნიკაცია და ამ საკითხების განხილვა, თუ რა სიკეთეები მოაქვს პროექტს ქალბატონი მაკაც დაგვთანხმდება", - თქვა მერაბ ლომინაძემ.
მისი თქმით, მიმდიონარე სამუშაოებზე ამ დროისათვის 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი 217-ე დღეა გრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი