|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება

ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება, ამის შესახებ  პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 15 სექტემბერს გამართული მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება 30 ათასამდე პირს შეეხება.

„ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება. უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში.

„ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა “, – განაცხადა პრემიერმა.

“ჩემი გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ 30 000-მდე სტუდენტს არსებული დავალიანებები გაუნულდებათ”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის პოფიციალურ “ფეისბუკ” გვერდზეც.

მთავრობის სხდომის შემდეგ დაზუსტდა, რომ ფინანსური დავალიანება გაუნულდებათ ხუთი წლის განმავლობაში სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე – “ბოლო ხუთი წლის სტატუსშეჩერებული სტუდენტები”, – განმარტა განათლების მინისტრმა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა