|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

30 ოქტომბერს ტრადიციული დღესასწაული „ბაღდათობა 2022“ გაიმართება

30 ოქტომბერს ბაღდათში ტრადიციული დღესასწაული „ბაღდათობა 2022“ გაიმართება.
ღინისძიები ბაღდათის ცენტრში  13:00  საათიდან დაიწყება. გამოიფინება ძველი ბაღდათის ფოტოები, გამოყენებითი ხელოვნებისა და ხელთნაკეთი ნივთები მოეწყობა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
 
სახელოვნებო და საგანმანათლებლო სივრცეში გაიმართება წარმოდგენები -"თეატრალური შემოდგომა", "მაიაკოვსკი ბაღდათში", ბიბლიოთეკის კუთხეში მოეწყობა ღონისძიება „წიგნი ყველგან უნდა იკითხო“.
 
 
ბაღდათიობაზე ტრადიციულად მოეწყობა  გასტრონომიული სივრცე, სადაც   ადგილობრივი მეწარმეების და მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა -დეგუსტაცია გაიმართება. 
 
გაიმართბა  სპორტული ღონისძიებები - თავისუფალი ჭიდაობა, ჭადრაკი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი ნარდი.
ბავშვებისათვის იქნება ატრაქციონები, გაიმართება  საბავშვო მუსიკალური თეატრი „ირიდა“ .
 
ფოკლორის მოყვარულები ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტის მოსმენას შეძლებენ. 
16:00 საათზე ბაღდათის საპატიო მოქალაქეების და ფოტო-კონკურსის მონაწილეების დაჯილდოება დაგეგმილი. 
17:00 საათზე კი ოთო ნემსაძისა და ბენდის კონცერტი გაიმართება. 
საღამოს  ფოიერვერკი დაასრულებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა