ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა

27 მაისი, 2024 • Newpress • 8

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა

დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.

საქართველოს რკინიგზამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. 26 მაისის და საქართველოს რკინიგზის ისტორიის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.

დღესვე, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

თეგები: რეკლამა