ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ონკოპაციენტებს პროცედურებისთვის საჭირო წამლები კლინიკებში დახვდებათ

4 ივლისი, 2024 • Newpress • 10

ონკოპაციენტებს პროცედურებისთვის საჭირო წამლები კლინიკებში დახვდებათ

წამლების გაცემის ახალი წესი ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.

ონკოპაციენტების წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს.

მინისტრის განმარტებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან მედიკამენტების კლინიკაში მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. პაციენტების განცხადებით კი, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურობასა და თავად მკურნალობის პროცესს.

თეგები: საზოგადოება