ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს

22 მაისი, 2025 • Newpress • 14

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევანის მიმართულებით იმოძრავებს

რეისები დღეგამოშვებით, 1 -ელ ოქტომბრამდე შესრულდება.

ერევანი – ბათუმი – ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება – აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“.

შეთანხმება ერევანში გამართულ შეხვედრაზე შედგა რომლის თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

თეგები: რეკლამა