ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

17 ივნისი, 2025 • Newpress • 7

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია. ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან: საუკეთესო პროდუქტი 2. საუკეთესო […]

თიბისის ბიზნესდაჯილდოების ისტორიაში პირველად, პროექტში მონაწილეობის სურვილი 443-მა ბიზნესმა გამოთქვა, რაც ბიზნესდაჯილდოების არსებობის 9 წლის მანძილზე, რეკორდული მაჩვენებელია.

ბიზნესების რეგისტრაციის პროცესი 15 ივნისს დასრულდა. გამარჯვებულებს ივლისში, დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალურად ბიზნესდაჯილდოებისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. საუკეთესო ბიზნესები 5 კატეგორიაში გამოვლინდებიან:

  1. საუკეთესო პროდუქტი
    2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
    3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
    4. გამორჩეული როლი რეგიონში
    5. საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიონ ჯილდო, მათ შორის: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი, საკომუნიკაციო მხარდაჭერა და სხვა.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების, ასევე პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: https://www.tbcbusinessaward.ge/ .

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერები – აჭარა ჯგუფი, Tegeta Business. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.

თეგები: რეკლამა