ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კერამიკის სახელოსნო გერმანული ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიხსნა

21 ნოემბერი, 2025 • Newpress • 8

ქუთაისში კერამიკის სახელოსნო გერმანული ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიხსნა

სახელოსნოს „ეთნო ლაბორატორია – იმერული ესკიზები“

ქუთაისში, DMO იმერეთის ცენტრში კერამიკის სახელოსნო „ეთნო ლაბორატორია – იმერული ესკიზები“ გაიხსნა. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა. „ეთნო ლაბორატორია – იმერული ესკიზების“ შექმნის მიზანია იმერეთის რეგიონში ტრადიციული რეწვის თემაზე სასწავლო სივრცის ჩამოყალიბება.ქვია. სახელოსნო ქუთაისში შემოქმედებითი ტურიზმის განვითარებას, ახალი ტურისტული მიმართულებების გაჩენას და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობას შეუწყობს ხელს. სახელოსნოს გახსნას მხარისა და ქალაქის ხელისუფლების პირველი პირები ესწრებოდნენ.