ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრატისლავას მიმართულება დაემატა

21 ნოემბერი, 2025 • Newpress • 6

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბრატისლავას მიმართულება დაემატა

2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება. მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ, – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ცნობისთვის, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან […]

2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება ემატება. მგზავრებს საშუალება ექნებათ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში პირდაპირი რეისით იმგზავრონ, – ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ცნობისთვის, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12 ქვეყნის 23 მიმართულებით ოპერირებს. მათ შორის, ზაფხულში დამატებული ლიონის მიმართულებით. ხოლო 2 დეკემბრიდან ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს ვენეციის მიმართულებითაც იწყებს.