ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის მოწყობაზე 2 601 000 ლარი დაიხარჯება

26 ნოემბერი, 2025 • Newpress • 7

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის მოწყობაზე 2 601 000 ლარი დაიხარჯება

სამუიშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერთან, დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ჭიღვარიასთან ერთად დაათვალიერა, -ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა: გზა დაიფარება ასფალტბეტონის საფარით, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი.

პროექტის ღირებულება 2 601 000 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.