შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1957 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო თოფი და 152 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
November 27, 2025
68 წლის კაცის სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს