ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია

7 დეკემბერი, 2025 • Newpress • 13

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია

101 ქვეყანას შორის საქართველო მე-21 ადგილზე მოხვდა.

მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, -აღნიშნული ირკვევა Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებული რძის ფასების ინდექსის მიხედვით.

მონაცემების მიხედვით, 101 ქვეყანას შორის საქართველო მე-21 ადგილზე მოხვდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მარკეტებში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1.87 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში რძე ყველაზე ძვირია, ყველაზე იაფი კი თურქეთშია, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 96 ცენტს (91-ე ადგილი) შეადგენს.

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, მათი ფასები ასე გამოყურება: აზერბაიჯანი (50-ე ადგილი) – 1.41 დოლარი; რუსეთი (72-ე ადგილი) – 1.23 ცენტი. აღსანიშნავია, რომ სომხეთის მონაცემები რეიტინგში ამჟამად წარმოდგენილი არ არის.

წყარო: BPN

თეგები: ეკონომიკა