ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იაპონიის მთავრობის დაფინანსებული პროექტით ქუთაისისთვის ვაკუუმური სატვირთო მანქანა შეიძინეს

9 დეკემბერი, 2025 • Newpress • 12

იაპონიის მთავრობის დაფინანსებული პროექტით ქუთაისისთვის ვაკუუმური სატვირთო მანქანა შეიძინეს

ქუთაისის მერმა და იაპონელმა დიპლომატმა საელჩოს გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა დაათვალიერეს.

ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს იშიძუკა ჰიდეკს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას შეეხო.

ქუთაისის მერმა და იაპონელმა დიპლომატმა საელჩოს გრანტის ფარგლებში შეძენილი ტექნიკა დაათვალიერეს.

იაპონიის მთავრობის დაფინანსებული პროექტით ქუთაისის მუნიციპალიტეტში ვაკუუმური სატვირთო მანქანა იქნა შეძენილი, რომლის დახმარებითაც მოსახლეობამ გაუმჯობესებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სერვისები მიიღო.
როგორც იაპონიის ელჩმა აღნიშნა, იაპონიის საელჩო მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც გააგრძელებს. დავით ერემეიშვილმა იშიძუკა ჰიდეკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას მერის მოადგილე დავით ნიშნიანიძე და იაპონიის საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ.

ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსაქმსახური ავრცელებს.